ქირაობის წესები და პირობები
ყველაფერი, რაც ჯავშნამდე უნდა იცოდეთ: დოკუმენტები, ფასი, გადახდა, გაუქმება და ავტომობილით სარგებლობის წესები.
- 23+მინიმალური ასაკი
- 3+ წელიმართვის სტაჟი
- 100 ₾-დანდასაბრუნებელი დეპოზიტი
- 5 დღით ადრეჯავშნის გაუქმება
- 25 ₾დასუფთავება, 7+ დღეზე უფასო
- იგივე დონესაწვავი დაბრუნებისას
- 2 სთუფასო დრო დაბრუნებისას
- საქართველომოძრაობის ტერიტორია
ეს გვერდი მოკლედ აღწერს პირობებს. სავალდებულოა ქირავნობის ხელშეკრულება, რომელიც ჯავშნის გვერდზე ჩანს და რომელსაც ბარათით გადახდით ეთანხმებით.
როგორ ხდება დაჯავშნა
- აირჩიეთ ავტომობილი, თარიღები, აყვანისა და დაბრუნების ადგილი და დაზღვევის პაკეტი. სრული ფასი ფორმაზევე ჩანს.
- ატვირთეთ პასპორტის ან პირადობის და მართვის მოწმობის ფოტო. მონაცემებს დოკუმენტიდან ვკითხულობთ, ხელით აკრეფა არ გჭირდებათ.
- თუ ადრე გიქირავებიათ ჩვენთან, საკმარისია პირადი ნომერი: კოდს გამოგიგზავნით ჩვენთან დაცულ ტელეფონზე ან ელფოსტაზე.
- ჯავშნის გაგზავნისას თანხა არ ჩამოგეჭრებათ. ვამოწმებთ ჯავშანს და დოკუმენტებს, შემდეგ SMS-ით და ელფოსტით გამოგიგზავნით გადახდის ბმულს.
- დადასტურების შემდეგ სრულ თანხას იხდით ბარათით, დაცული გადახდით (Keepz). ჯავშნის სტატუსს პირად ანგარიშშიც ხედავთ.
მოთხოვნები მძღოლისთვის
- მინიმალური ასაკი: 23 წელი.
- მართვის სტაჟი: მინიმუმ 3 წელი, B კატეგორიის მოქმედი მართვის მოწმობით.
- მოქმედი პასპორტი ან პირადობის მოწმობა.
- ზოგიერთ ავტომობილზე მოთხოვნები უფრო მკაცრია. მაშინ ისინი ავტომობილისა და ჯავშნის გვერდზე წერია.
- პირობები მოწმდება დოკუმენტის წაკითხვისთანავე. თუ არ სრულდება, ფორმა ამას მაშინვე გაჩვენებთ.
- ავტომობილს მართავს მხოლოდ ხელშეკრულებაში მითითებული პირი. მძღოლიან მომსახურებაზე ეს მოთხოვნები არ მოქმედებს.
ფასი და რა შედის მასში
ფასს გადახდამდე ხედავთ, ფარული ხარჯების გარეშე. ის შედგება:
- ქირა: დღის ფასი × დღეების რაოდენობა.
- დასუფთავების საფასური: 25 ₾ ერთ ჯავშანზე. 7 დღიდან უფასოა.
- მიწოდება და დაბრუნება: ოფისში უფასოა, სხვა ადგილის ფასი ფორმაში ადგილის გვერდით წერია.
- დაზღვევის პაკეტი: ფასი ერთ ჯავშანზეა, პაკეტს ფორმაში ირჩევთ.
- Wi-Fi როუტერი: სურვილისამებრ, 15 ₾.
- დაბრუნების დრო: აყვანის დროზე 2 საათით გვიან დაბრუნება უფასოა, შემდეგ ყოველი დაწყებული საათი 10 ₾.
- ბარათით გადახდის ბანკის საკომისიო: 2.9%.
ფასები ლარშია. საიტზე სხვა ვალუტა მხოლოდ საორიენტაციოა: ბარათიდან ლარი ჩამოიჭრება.
გადახდა და დეპოზიტი
- გადახდა ხდება მხოლოდ ბარათით, ჯავშნის დადასტურების შემდეგ. სრული თანხა, დეპოზიტის ჩათვლით, ერთად ჩამოიჭრება.
- დეპოზიტი დასაბრუნებელია. მისი ოდენობა ავტომობილზეა დამოკიდებული (მინიმუმ 100 ₾) და ჯავშნის ფორმაში ჩანს.
- დეპოზიტი ფიქსირებული თანხაა: მასზე არ ვრცელდება არც ფასდაკლება და არც ბარათის ან კოდის შეღავათი. ბანკის საკომისიო მთლიან ჩამოსაჭრელ თანხაზე, დეპოზიტის ჩათვლით, ითვლება.
- დეპოზიტი ბრუნდება იმავე ბარათზე ავტომობილის დაბრუნების შემდეგ, თუ ჯარიმა, ზიანი ან დავალიანება არ არის. ასეთი თანხა დეპოზიტიდან შეიძლება დაიფაროს.
- Autobiography Rent Privileges Black Diamond ბარათის მფლობელს დეპოზიტი არ სჭირდება, მხოლოდ ბარათის ავტორიზაცია.
- მძღოლიან მომსახურებაზე დეპოზიტი არ არის.
ფასდაკლებები
- Autobiography Rent Privileges ბარათის ფასდაკლება ვრცელდება მხოლოდ ავტომობილის ქირის ღირებულებაზე.
- დაზღვევაზე, დასუფთავებაზე, აყვანისა და დაბრუნების ლოკაციის ფასზე (მიწოდებაზე), დაბრუნების დროზე, Wi-Fi-ზე, დეპოზიტსა და სხვა ხარჯებზე ფასდაკლება არ ვრცელდება.
- ბარათი სასაჩუქრე ან ფასდაკლების კოდთან ერთად არ გამოიყენება.
გაუქმება და თანხის დაბრუნება
- ჯავშნის გაუქმება შესაძლებელია ქირაობის დაწყებამდე მინიმუმ 5 დღით ადრე. ამ შემთხვევაში გადახდილი თანხის 30% არ ბრუნდება, დანარჩენი ბრუნდება ბარათზე.
- დაწყებამდე 5 დღეზე ნაკლები დარჩენისას ჯავშნის გაუქმება და თანხის დაბრუნება შეუძლებელია.
- თუ ჯავშანს ვერ დავადასტურებთ, თანხა არ ჩამოგეჭრებათ: გადახდა მხოლოდ დადასტურების შემდეგ ხდება.
- გასაუქმებლად დაგვიკავშირდით: +995 514 460 460 ან info@autobiography.rent.
აყვანა, დაბრუნება და ვადის გაგრძელება
- ავტომობილს აიყვანთ ოფისში, აეროპორტში ან თქვენ მიერ მითითებულ მისამართზე. ადგილს ჯავშნისას ირჩევთ.
- ავტომობილი ბრუნდება იმავე საწვავის დონით, რომლითაც გადმოგეცათ. წინააღმდეგ შემთხვევაში ჯარიმა 100 ₾.
- დაჯავშნილ დროზე გვიან დაბრუნებისას ყოველი საათი 10 ₾, 3 საათზე მეტი გადაცილება = მთელი დღის ღირებულება.
- ვადის გაგრძელება: შეგვატყობინეთ მინიმუმ 1–2 დღით ადრე, წერილობით ან ონლაინ, რომ ავტომობილი სხვაზე არ დაიჯავშნოს.
- გარბენის ლიმიტი, თუ ავტომობილს აქვს, მის გვერდზე წერია.
ავტომობილით სარგებლობის წესები
წესების დარღვევამ შეიძლება გამოიწვიოს ჯარიმა, დამატებითი გადასახადი ან ხელშეკრულების შეწყვეტა.
- სალონში მოწევა აკრძალულია: ჯარიმა 100 ₾.
- თვითნებური ტექნიკური ჩარევა ან შეკეთება აკრძალულია: ჯარიმა 100 ₾. გაუმართაობისას დაუყოვნებლივ დაგვიკავშირდით.
- ავტომობილის მესამე პირისთვის გადაცემა აკრძალულია.
- მოძრაობა მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე. ქვეყნიდან გაყვანა ჩვენი წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე დაუშვებელია.
- გზის გარეთ (off-road) მართვა აკრძალულია.
- საწვავს ასხამთ ჩვენ მიერ მითითებული ბრენდისა და ოქტანობის.
- უხეში მართვისას ავტომობილი შეიძლება GPS-ით დაუყოვნებლივ დაიბლოკოს, ნებისმიერ ადგილას.
- საჯარიმო ქვითრები და საგზაო დარღვევები მძღოლის პასუხისმგებლობაა.
დაზღვევა
ყველა ავტომობილს აქვს დაზღვევის პაკეტები. ერთ-ერთს ჯავშნისას ირჩევთ (ნაგულისხმევად სრულს). პაკეტის პირობები და თქვენი მაქსიმალური პასუხისმგებლობა ჯავშნის ფორმაში ჩანს.
ნაწ. I — ავტომობილის დაზღვევა
ყველა ჩვენი ავტომობილი სრულად დაზღვეულია. თუმცა, დაზღვევის გადაფარვა ბათილდება და Autobiography Rent არ ანაზღაურებს ზარალს შემდეგ შემთხვევებში:
- თუ საპატრულო პოლიცია, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ცნობს დამქირავებელს/მძღოლს დამნაშავედ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევაში (სსშ) — დამქირავებელი სრულად პასუხისმგებელია ყველა სახის ზარალზე, მათ შორის ავტომობილის დაზიანებაზე, მესამე პირთა ზარალზე, სამართლებრივ ხარჯებსა და ყველა სხვა ვალდებულებაზე, რომელიც წარმოიქმნება ინციდენტიდან
- ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული ნივთიერებების ზეგავლენის ქვეშ ავტომობილის მართვა
- ავტომობილის მართვა ხელშეკრულებაში მითითებული პირ(ებ)ის გარდა სხვა, არაავტორიზებული პირის მიერ
- განზრახ გამოწვეული ზიანი ან წინასწარ დაგეგმილი ავარია
- სსშ-ის ადგილის დატოვება კანონით დადგენილი პროცედურების შეუსრულებლად
- გზის გარეთ (off-road) მართვა ან კვლევა შეზღუდულ/უნებართვო ტერიტორიებზე
სსშ-ის შემთხვევაში დამქირავებელი ვალდებულია: დაუყოვნებლივ შეატყობინოს Autobiography Rent-ს; არ დატოვოს ადგილი; გამოიძახოს საპატრულო პოლიცია; პოლიციის ჩასვლამდე დარჩეს ადგილზე; არ მოაწყოს არარეგისტრირებული (კომლინ) შეთანხმება — ასეთი შეთანხმებებიდან გამომდინარე ყველა ზარალი სრულად ეკისრება დამქირავებელს.
ნაწ. II — მესამე პირის სამოქალაქო პასუხისმგებლობა
მესამე პირის პასუხისმგებლობის (TPL) დაზღვევის მაქსიმალური ლიმიტი შეადგენს $10,000 (ათი ათასი) აშშ დოლარს ერთ სადაზღვევო შემთხვევაზე. თუ სადაზღვეო კომპანია ნებისმიერი მიზეზით (მათ შორის: სადაზღვეო პირობების დარღვევა, გამორიცხული შემთხვევა ან კომპანიის გადაწყვეტილება) სრულად ან ნაწილობრივ უარს განაცხადებს ზიანის ანაზღაურებაზე — ნებისმიერი, ლიმიტის გადამეტებული ან/და დაფარვისგან გამორიცხული თანხა სრულად ეკისრება დამქირავებელს/მძღოლს. Autobiography Rent-ი ასეთ ინციდენტებზე არანაირ პასუხისმგებლობას არ ირებს.
სადაზღვევო ცხელი ხაზი: +995 32 2 444 999.
ავარიის ან გაუმართაობის შემთხვევაში
- სსშ-ის ან ნებისმიერი ინციდენტის შემთხვევაში: (1) შეაჩერეთ ავტომობილი, (2) დაუყოვნებლივ დაუკავშირდით Autobiography Rent-ს, (3) გამოიძახეთ საპატრულო პოლიცია, (4) არ დატოვოთ ადგილი პოლიციის ჩასვლამდე, (5) არ განახორციელოთ ავტომობილის შეკეთება ჩვენი ნებართვის გარეშე
- Autobiography Rent-ი არ არის პასუხისმგებელი არარეგისტრირებული (კომლინ) სსშ-ის შედეგად მიყენებული ზარალისთვის, რომელიც მოწყობილია ჩვენი გაფრთხილების გარეშე
- ნებისმიერი სამართლებრივი ან სადაზღვეო პროცესის დროს, დამქირავებელი ვალდებულია სრულად ითანამშრომლოს Autobiography Rent-სა და სადაზღვეო კომპანიასთან
ჩვენი ცხელი ხაზი: +995 514 460 460. სასწრაფო დახმარება: 112.
პასუხისმგებლობის შეზღუდვა
Autobiography Rent-ი ყველა შემთხვევაში გათავისუფლებულია პასუხისმგებლობისაგან და არ ანაზღაურებს ზარალს შემდეგ სიტუაციებში:
- დამქირავებლის ან/და მგზავრების პირადი ქონების, ნივთების ან ფასეულობების დაკარგვა ან დაზიანება ავტომობილში
- ავტომობილის გამოყენებასთან დაკავშირებული ნებისმიერი სახის ირიბი, თანმდევი ან შედეგობრივი ზარალი, მათ შორის გამოტოვებული ფრენები, ბიზნეს შესაძლებლობები ან სხვა ფინანსური ზარალი
- სსშ-დან ან სხვა ინციდენტიდან გამომდინარე სამედიცინო ხარჯები, ტრავმა ან სიკვდილი — ეს ხარჯები სრულად ეკისრება დამქირავებელს და/ან მის პირად ჯანმრთელობის ან სიცოცხლის სადაზღვეო კომპანიას
- დაუძლეველი ძალის (force majeure) შემთხვევები: ბუნებრივი კატასტროფები, ომი, სამოქალაქო არეულობა ან სახელმწიფო ორგანოების მიერ დაწესებული შეზღუდვები
- ნებისმიერი საგზაო დარღვევა, ადმინისტრაციული სახდელი ან სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, რომელიც წარმოიქმნება სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის პროცესში — ეს სრულად ეკისრება მძღოლ-დამქირავებელს
- ამ ხელშეკრულებით პირდაპირ გაუთვალისწინებელი სხვა გარემოებები — Autobiography Rent-ი ინარჩუნებს საბოლოო განმარტების უფლებას
GPS მონიტორინგი და მონაცემები
- ყველა ავტომობილს აქვს GPS მონიტორინგი: მდებარეობა, სიჩქარე, მოძრაობის ისტორია და ძრავის მდგომარეობა.
- მონაცემები გამოიყენება მხოლოდ Autobiography Rent-ის ინტერესებისთვის: ავტომობილის უსაფრთხოება, ხელშეკრულების შესრულების კონტროლი და დავების განხილვა.
- მონაცემები მესამე პირს არ გადაეცემა, გარდა სასამართლოს მოთხოვნისა ან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ვალდებულებისა.
თანხმობა, ცვლილებები და დავები
- ჯავშნის თანხის ბარათით გადახდა ნიშნავს ხელშეკრულების ყველა პირობაზე თანხმობას. ხელშეკრულება ჯავშნის გვერდზე ჩანს, მისი შენახვა ან ამობეჭდვა შეგიძლიათ.
- Autobiography Rent-ს უფლება აქვს შეცვალოს პირობები. მოქმედი რედაქციის თარიღი ამ გვერდზე და ხელშეკრულებაზე წერია.
- ეს ხელშეკრულება რეგულირდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით. ნებისმიერი დავა, რომელიც წარმოიშობა ამ ხელშეკრულებიდან, განიხილება თბილისის სასამართლოს მიერ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის შესაბამისად.
კითხვები გაქვთ?
მოგვწერეთ WhatsApp-ზე ან დაგვირეკეთ, სიამოვნებით აგიხსნით ნებისმიერ პირობას.
გჭირდება დახმარება?
საქართველოში მოგზაურობას ერთად დავგეგმავთ
მოგვწერე თარიღები და მარშრუტი — შეგირჩევთ მანქანას, მძღოლს, ტრანსფერს ან ტურს. ჩვეულებრივ რამდენიმე წუთში გპასუხობთ.
- 4.9Google-ზე, 47 შეფასება
- 12 მანქანადღეში $38-დან
- აეროპორტშიმიწოდება თბილისის აეროპორტში და ქალაქში
- 24/7მხარდაჭერა ჯავშნიდან დაბრუნებამდე
