Autobiography Privileges — წესები და პირობები
ეს პირობები არეგულირებს Autobiography Privileges-ს. Autobiography Privileges-ის ბარათის გამოყენებით თქვენ ეთანხმებით მათ.
1. ზოგადი დებულებები
- Autobiography Privileges ვრცელდება მომხმარებლებზე, რომლებსაც აქვთ მინიმუმ ერთი დასრულებული და სრულად გადახდილი ქირაობა.
- სტატუსი პერსონალურია და არ გადაეცემა სხვას: მას მხოლოდ ბარათის მფლობელი იყენებს საკუთარი ჯავშნებისთვის.
- Silver, Gold და Platinum სტატუსებს ხარჯის მიხედვით ანიჭებს Autobiography-ს გუნდი; ხარჯის დონეები ორიენტირია. Black Diamond მხოლოდ მოწვევით გაიცემა.
2. სტატუსები
ხარჯი არის ჩვენთან გაწეული ჯამური ხარჯი. თანხები გადაყვანილია ქართული ლარიდან (GEL), რომელიც საბაზო ვალუტაა; სავალდებულოა ლარში მითითებული თანხა.
| სტატუსი | ჯამური ხარჯი | ფასდაკლება |
|---|---|---|
| Silver | $269 | 5% |
| Gold | $500 | 10% |
| Platinum | $1347 | 15% |
| Black Diamond | მხოლოდ მოწვევით | 20% |
3. ხარჯის დათვლა
- ხარჯი არის ქირაობაში რეალურად გადახდილი ჯამური თანხა, ყველა ფასდაკლების შემდეგ.
- არ ითვლება: დეპოზიტი, ჯარიმები, ზიანის ანაზღაურება, საწვავის ღირებულება და დაბრუნებული თანხები.
- ითვლება მხოლოდ დასრულებული და სრულად გადახდილი ქირაობები.
4. სტატუსის მიღება და შენარჩუნება
- როცა ხარჯი დონეს მიაღწევს, Autobiography-ს გუნდი განიჭებთ ახალ სტატუსს და ბარათის ბმულს გამოგიგზავნით. სტატუსი მომდევნო ჯავშნიდან მოქმედებს.
- ხარჯის დონეები ორიენტირია: თითოეულ სტატუსზე გადაწყვეტილებას Autobiography-ს გუნდი იღებს.
- Black Diamond სტატუსი გადაიხედება ინდივიდუალურად.
5. ფასდაკლების გამოყენება
- სტატუსის ფასდაკლება ყველა ავტომობილზე ვრცელდება მხოლოდ ავტომობილის ქირის ღირებულებაზე. დაზღვევაზე, დასუფთავების საფასურზე, მიწოდებასა და დაბრუნებაზე და სხვა ხარჯებზე ფასდაკლება არ ვრცელდება.
- სასაჩუქრე და ფასდაკლების კოდები Autobiography Privileges-ის ბარათთან ერთად არ გამოიყენება.
- Black Diamond: დეპოზიტის გარეშე — მხოლოდ ბარათის ავტორიზაცია.
- ფასდაკლების გამოსაყენებლად ონლაინ ჯავშნისას მიუთითეთ ბარათის ნომერი, ხოლო ტელეფონით ან WhatsApp-ით დაჯავშნისას აჩვენეთ ბარათი.
6. Black Diamond-ის პრივილეგიები
Black Diamond ბარათის მფლობელი იღებს:
- 20% ფასდაკლება ყველა ავტომობილზე
- უფასო მიწოდება და დაბრუნება თბილისის ფარგლებში
- 20% ფასდაკლება მიწოდებაზე თბილისის გარეთ
- დეპოზიტის გარეშე — მხოლოდ ბარათის ავტორიზაცია
- უფასო აპგრეიდი უფრო მაღალ კლასზე, ხელმისაწვდომობის შემთხვევაში
- მოქნილი დაბრუნება: დაგვიანებით დაბრუნება უფასოა დაბრუნების დღეს 23:59-მდე
- 24/7 ზე სატელეფონო დახმარება(ზარი)
- 24/7 ზე ტექნიკური დახმარება
7. სხვა დებულებები
- კომპანიას უფლება აქვს შეამციროს ან გააუქმოს სტატუსი ქირავნობის ხელშეკრულების დარღვევის, ავტომობილის განზრახ დაზიანების ან გადაუხდელი დავალიანების შემთხვევაში.
- კომპანიას უფლება აქვს შეცვალოს ეს პირობები; ცვლილებები წინასწარ ქვეყნდება ამ გვერდზე.
- კითხვები Autobiography Privileges-ის შესახებ: WhatsApp +995 514 460 460.
