აღმოაჩინე საქართველო. ტურები · ტრანსფერები · მანქანის გაქირავება
მთავარიმანქანის ქირაობა მთელ საქართველოში, მძღოლის გარეშე

მანქანის ქირაობა მთელ საქართველოში, მძღოლის გარეშე

აიღეთ მანქანა და თავად იმოგზაურეთ: ბათუმის ზღვიდან ყაზბეგისა და სვანეთის მთის გზებამდე.

მანქანის ქირაობა მთელ საქართველოში, მძღოლის გარეშე

საქართველო პატარა ქვეყანაა და სწორედ ამიტომ არის კარგი მანქანით სამოგზაუროდ: შავი ზღვა, კახეთი და მაღალმთიანი უღელტეხილები ერთ კვირაშიც ეტევა. საკუთარი მანქანით იქ ჩერდებით, სადაც გინდათ, და იმდენ ხანს რჩებით, რამდენიც გინდათ.

მანქანის აღება შეგიძლიათ თბილისში, ან ქუთაისისა და ბათუმის აეროპორტებში, თუ დასავლეთ საქართველოში ჩამოფრინდებით. ბევრი სტუმარი ქუთაისიდან იწყებს, ბათუმში ზღვაზე ჩადის და ქვეყნის შუაგულით თბილისში ბრუნდება.

მთის გზებს შესაფერისი მანქანა სჭირდება. ყაზბეგის, გუდაურისა და სვანეთისთვის აირჩიეთ ოთხწამყვანიანი ჯიპი: ამინდი იქ სწრაფად იცვლება, ზოგი მონაკვეთი კი ციცაბოა. თბილისი–ქუთაისი–ბათუმის ტრასისა და კახეთისთვის ეკონომ კლასის მანქანა ან სედანიც საკმარისია.

თუ თქვენ გეგმავთ მოგზაურობას, ბიზნეს ვიზიტს ან თავგადასავალს საქართველოში? Autobiography-ში თქვენ დაგხვდებათ ბიზნეს, პრემიუმ და ეკონომ კლასის ავტომობილები როგორიცაა Jaguar, Audi, Land Rover, BMW, Mercedes-Benz, Ford, Toyota, Mazda - ს ტიპის ავტომობილების გაქირავება საუკეთესო პირობებით. ჩვენი ფლოტი დაკომპლექტებულია ყველა კატეგორიის ავტომობილებით, რომლებიც იდეალურად არის მორგებული როგორც თბილისის ქუჩებისთვის, ისე საქართველოს მთიანი რეგიონებისა და რთული მარშრუტებისთვის.

რატომ უნდა აირჩიოთ Autobiography მანქანის გასაქირავებლად?

  • მანქანების ფართო არჩევანი: ეკონომ კლასის სედანებიდან დაწყებული, მძლავრი პრემიუმ SUV-ებითა და ბიზნეს კლასის ავტომობილებით დამთავრებული.

  • 24/7 მიწოდება აეროპორტში: მიიღებთ მზა ავტომობილს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჩამოფრენისთანავე.

  • გამჭვირვალე პირობები: ფარული გადასახადების გარეშე. ყველა ავტომობილზე ვრცელდება 3 ტიპის დაზღვევა, საბაზისო, სტანდარტი, სრული თქვენკი თქვენთვის სასურველს ირჩევთ.

  • მარტივი დაჯავშნა: ონლაინ დაჯავშნა რამდენიმე წუთში ან დაკავშირება WhatsApp-ისა და Telegram-ის საშუალებით.

ჩვენი ავტოპარკი: აირჩიეთ თქვენთვის სასურველი კლასი

  1. პრემიუმ და ლუქს კლასის ჯიპები (SUV): იდეალური არჩევანი ყაზბეგში, სვანეთსა და კახეთში მოგზაურობისთვის. უზრუნველყოფს მაქსიმალურ კომფორტს და უსაფრთხოებას ნებისმიერ გზაზე.

  2. ბიზნეს კლასის სედანები: წარმომადგენლობითი და ელეგანტური ავტომობილები ოფიციალური შეხვედრებისა და დელეგაციებისთვის. შესაძლებელია მძღოლით მომსახურებაც (Chauffeur Service).

  3. კომფორტული და ეკონომიური მანქანები: საუკეთესო ვარიანტი ქალაქში ყოველდღიური გადაადგილებისა და ბიუჯეტური ტურებისთვის.

რა არის საჭირო მანქანის ასაქირავებლად?

მანქანის გაქირავების პროცესი მაქსიმალურად გამარტივებულია და მაქსიმუმ 5 წუთს საჭიროებს. თქვენ დაგჭირდებათ:

  • მოქმედი მართვის მოწმობა (საჭიროების შემთხვევაში საერთაშორისო სტანდარტის) ორივე მხრიდან.

  • პასპორტი ან პირადობის მოწმობა ორივე მხრიდან.

  • მინიმალური ასაკობრივი ზღვარი და დეპოზიტის პირობები (დეტალები მითითებულია კონკრეტული მოდელის გვერდზე).

ტრანსფერი Autobiography-ში

თქვენ ასევე შეგიძლიათ ისარგებლოთ Autobiography-ის სპეციალური მარშრუტებით მძღოლთან ერთად. მარშრუტები შეგიძლიათ იხილოთ აქ.

ჩვენი პროფესიონალი მძღოლები ჩვენი საუკეთესო ავტომობილებით მოგემსახურებიან ნებისმიერი სირთულის გზაზე. კიდევ უფრო მეტი ემოციისა და შეგრძნებისთვის შეგიძლიათ იქირაოთ შემოთავაზებული ავტომობილები და ამ მარშრუტებზე თავად იმოგზაუროთ საჭესთან.

ასევე შეგიძლიათ გაეცნოთ სასარგებლო ინფორმაცია ჩვენ ბლოგზე მანქანის ქირაობასტან დაკავშირებით

ხშირად დასმული კითხვები (FAQ)

შესაძლებელია თუ არა მანქანის აეროპორტში მიღება? დიახ, ჩვენ ვზრუნავთ თქვენს კომფორტზე და მანქანას მოგაწვდით თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ნებისმიერ დროს, 24 საათის განმავლობაში.

არის თუ არა შეზღუდვა სავალ მანძილზე (Mileage)? ჩვენი შეთავაზებების უმეტესობა მოიცავს ხელსაყრელ პირობებს, ხოლო დეტალური ინფორმაცია თითოეული მოდელის ლიმიტზე მითითებულია ფლოტის გვერდზე.

შესაძლებელია თუ არა მძღოლით სარგებლობა? დიახ, გთავაზობთ პროფესიონალი მძღოლების მომსახურებას როგორც ტრანსფერებისთვის, ისე ინდივიდუალური ტურებისთვის.

მზად ხართ მოგზაურობისთვის? დაათვალიერეთ ჩვენი ავტომობილების ფლოტი და დაჯავშნეთ თქვენი რჩეული ავტომობილი დღესვე!

ასევე წაიკითხეთ: ქუთაისის აეროპორტი

ასევე წაიკითხეთ: ბათუმის აეროპორტი

ავტოქირავება თბილისში: როგორ მიდის ჯავშანი

მანქანას, თარიღებს, აღებისა და დაბრუნების ადგილს და დაზღვევის პაკეტს საიტზე ირჩევთ. სრულ ფასს იქვე ხედავთ. მერე პასპორტის ან პირადობის და მართვის მოწმობის ფოტოს ტვირთავთ. მონაცემებს დოკუმენტიდან თავად ვკითხულობთ, ხელით შესავსები არაფერია. ჯავშნის გაგზავნისას ბარათიდან არაფერი ჩამოიჭრება: ჯერ ჩვენი გუნდი ამოწმებს ჯავშანს და დოკუმენტებს, მერე გადახდის ბმული SMS-ით და ელფოსტით მოგდით.

ოფისი ბაგებშია, წყნეთის გზატკეცილი 45. 24 საათი ღიაა და მანქანის აღება იქ უფასოა. აეროპორტში ან ქალაქის უმეტეს უბანში მიწოდება 30 ₾ ღირს ცალ მხარეს.

ქირავდება მანქანა 60 ₾-დან დღეში

ყველაზე იაფი Toyota Prius-ია, 60 ₾. Ford Fusion (ხუთი ცალი გვყავს) 100 ₾ ღირს, Range Rover Evoque და Suzuki Vitara 150 ₾-დან. Land Rover Discovery Sport და Audi Q5 200 ₾-ია, Audi A6 Premium Sport 300 ₾, Jaguar XJL Portfolio 500 ₾. ფასი დღეზეა და იგივეა საიტზეც, ჯავშნის ფორმაშიც.

დღიურად მანქანის ქირაობა

თვითმართვით მინიმალური ვადა 2 დღეა. ერთი დღე თუ გჭირდებათ, მოგვწერეთ WhatsApp-ზე +995 514 460 460 და ვნახავთ, რისი გაკეთება შეიძლება. დაბრუნებისას 2 საათამდე დაგვიანება უფასოა, მერე საათში 10 ₾. ერთი კვირიდან დასუფთავების 25 ₾ აღარ ითვლება. ერთი თვით ან მეტით ქირაობის პირობები ცალკე გვერდზე დავწერეთ: გრძელვადიანი ქირაობა.

ოჯახური მანქანის ქირაობა დღიურად

ოთხ-ხუთკაციან ოჯახს, რომელსაც ბარგი აქვს, ყველაზე ხშირად Land Rover Discovery Sport-ს ვურჩევთ: 5 ადგილი, ოთხი ჩემოდნის სივრცე და ოთხივე წამყვანი თვალი, დღეში 200 ₾. ქალაქში და ზღვაზე მოგზაურობისთვის Ford Fusion-იც საკმარისია, 5 ადგილით და 100 ₾ დღეში.

რა შედის ფასში და რა ემატება

დღის ფასში მხოლოდ ქირაა. დაზღვევის პაკეტს ჯავშნის ფორმაში ირჩევთ, ნაგულისხმევად Full არის მონიშნული. მესამე პირის პასუხისმგებლობის დაზღვევა ყველა მანქანაზეა, $10,000-მდე. გარბენის ლიმიტი, თუ მანქანას აქვს, მის გვერდზე წერია. ბევრ მანქანას, მაგალითად Fusion PHEV-ს, Discovery Sport-სა და Evoque-ს, ლიმიტი საერთოდ არ აქვს. ცალკე ემატება დასუფთავება 25 ₾ (7 დღიდან უფასოა), მიწოდება ოფისის გარდა სხვა ადგილას, Wi-Fi როუტერი 15 ₾, თუ გინდათ, და ბანკის 2.9% ბარათით გადახდაზე.

დეპოზიტი მანქანას თავისი აქვს, 100 ₾-დან. ის ბრუნდება, როცა მანქანას ჯარიმისა და დაზიანების გარეშე დააბრუნებთ. „დეპოზიტის გარეშე“ თვითმართვით ქირაობა ჩვენთან არ არის, ორი გამონაკლისის გარდა: მძღოლიან ქირაზე დეპოზიტი არ არის (მანქანა მძღოლით), Black Diamond ბარათის მფლობელები კი მხოლოდ ბარათის ავტორიზაციას გადიან.

აეროპორტში ჩამოფრენისას საჭესთან თავად თუ არ გინდათ დაჯდომა, მძღოლი დაგხვდებათ: ტრანსფერი თბილისის აეროპორტიდან.

კიდევ რამდენიმე კითხვა

რა ასაკიდან შეიძლება მანქანის ქირაობა?

23 წლიდან, B კატეგორიის მართვის მოწმობით და მინიმუმ 3 წლიანი სტაჟით. მძღოლიან ქირაზე ეს მოთხოვნები არ მოქმედებს.

შემიძლია ჯავშნის გაუქმება?

დაწყებამდე მინიმუმ 5 დღით ადრე კი: გადახდილის 30% რჩება, დანარჩენი ბარათზე ბრუნდება. 5 დღეზე ნაკლები თუ რჩება, ჯავშანი აღარ უქმდება.

შეიძლება მანქანით სომხეთში ან თურქეთში გასვლა?

ჩვენი წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე არა. საქართველოში ყველგან შეგიძლიათ იმოგზაუროთ.

რა ვალუტაში ვიხდი?

ლარში. საიტზე დოლარი მხოლოდ ორიენტირისთვის ჩანს, ბარათიდან თანხა ლარში ჩამოიჭრება.

გჭირდება დახმარება?

საქართველოში მოგზაურობას ერთად დავგეგმავთ

მოგვწერე თარიღები და მარშრუტი — შეგირჩევთ მანქანას, მძღოლს, ტრანსფერს ან ტურს. ჩვეულებრივ რამდენიმე წუთში გპასუხობთ.

  • 4.9Google-ზე, 48 შეფასება
  • 12 მანქანადღეში $38-დან
  • აეროპორტშიმიწოდება თბილისის აეროპორტში და ქალაქში
  • 24/7მხარდაჭერა ჯავშნიდან დაბრუნებამდე