შექმენი მოგონება. ყველა მოგზაურობა თავის ისტორიას ჰყვება.
მთავარიბლოგიJaguar Type 01: იაგუარის ახალი ერა დაიწყო⚡🐆
7 ოქტომბერი, 2026 Autobiography

Jaguar Type 01: იაგუარის ახალი ერა დაიწყო⚡🐆

Jaguar Type 01: იაგუარის ახალი ერა დაიწყო⚡🐆

JLR-მა ახლახან ნიუ-იორკში ოფიციალურად წარადგინა Jaguar Type 01, ბრენდის პირველი სრულად ელექტრო ლუქს GT. ეს არ არის უბრალოდ ახალი მოდელი. Jaguar-მა თავისი მრავალწლიანი ისტორიის ახალი თავი გახსნა და მთლიანად ელექტრომობილებზე გადავიდა.

სოციალურ ქსელებში აზრი ორად გაიყო: ზოგს ეს ცვლილება ძალიან მოსწონს, ზოგი კი ვერ წარმოუდგენია იაგუარს ასეთი დიზაინით. ერთი რამ ცხადია: გულგრილი არავინ დარჩენილა.

რა იმალება ამ ფორმების მიღმა?

3 ელექტროძრავა, სრული ამძრავი (AWD), დაახლოებით 1,015–1,030 ცხ.ძ.

0-100 კმ/სთ 3.2 წამში, მაქს. სიჩქარე დაახლოებით 240 კმ/სთ სავალი მანძილი ერთი დამუხტვით 515–724 კმ

წონის იდეალური განაწილება 50:50 და დაბალი სიმძიმის ცენტრი, რაც შესანიშნავ ბალანსს აძლევს

სრულიად ახალი პლატფორმა, რომლის შექმნისას 360-ზე მეტი პატენტის განაცხადი შეიტანეს

ზომები: სიგრძე 5.2 მ, სიმაღლე 1.4 მ, საბორტო ბაზა 3.2 მ, კლირენსი 120–150 მმ. არაოფიციალური ინფორმაციით, მისი წონა დაახლოებით 2,700 კგ-ია, მაგრამ ეს ხელს არ უშლის, 3.2 წამში მიაღწიოს 100 კმ/სთ-ს.

ფასი და შეკვეთა: შეკვეთების მიღება 2027 წლის დასაწყისში იწყება. ფასი, კონფიგურაციისა და ოფციების მიხედვით, დაახლოებით £130,000-დან £200,000-მდე იქნება.

რას ფიქრობთ, ეს იაგუარის მომავალია თუ კლასიკას ვერაფერი შეცვლის? დაწერეთ კომენტარებში

ჩვენ კი, Autobiography Rent-ში, ვაგრძელებთ პრემიუმ ავტომობილებით ყოველი თქვენი მოგზაურობის განსაკუთრებულად ქცევას.

WhatsApp: +995 514 46 04 60

https://autobiography.rent/en

#Jaguar #JaguarType01 #ElectricGT #EV #LuxuryCars #AutobiographyRent #Tbilisi #Georgia #CarRental

← დაბრუნება ბლოგზე

ასევე Autobiography-ზე

დაჯავშნე ავტომობილი და აღმოაჩინე საქართველო!