რა უნდა გავითვალისწინოთ ავტომობილის დაქირავების დროს

ავტომობილის დაქირავება, პირველად რომ აკეთებ, ერთი შეხედვით მარტივ პროცესად გვეჩვენება — მაგრამ სწორედ ისინი, ვინც ამას პირველად აკეთებენ, ხდებიან ყველაზე ხშირად არაკეთილსინდისიერი სერვისების მსხვერპლი. ეს შეიძლება გამოვლინდეს როგორც ავტომობილის ტექნიკურ გაუმართაობაში, ისე მოუწესრიგებელ ან დაბინძურებულ სალონში, ჩაბარებისას წარმოქმნილ დროის პრობლემებში, დაფარულ გადასახდელებში ან, რაც ყველაზე მძიმეა — გზაზე ავტომობილის მწყობრიდან გამოსვლისას საკუთარ თავზე მიტოვებაში. ტურისტისთვისაც და ადგილობრივი მოგზაურისთვისაც ეს შეიძლება საკმაოდ რთული და კომპლექსური სიტუაცია გახდეს.
სწორედ ამიტომ, სანამ ავტომობილს დაჯავშნით, ღირს იცოდეთ რა უნდა შეამოწმოთ და რას მოითხოვოთ სერვისისგან.
ტექნიკური მდგომარეობა
ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვაა — გადის თუ არა ავტომობილი ტექნიკურ შემოწმებას თითოეული დაჯავშნის წინ. საიმედო კომპანია არასდროს გასცემს ავტომობილს გადამოწმების გარეშე, ხოლო ხარვეზის აღმოჩენისას მას ბლოკავს და ცვლის სხვა ავტომობილით — ნაცვლად იმისა, რომ რისკი მომხმარებელს გადააბაროს.
სისუფთავე და დეტალები
ავტომობილის სისუფთავე — ექსტერიერიც და ინტერიერიც — არ არის მხოლოდ ესთეტიკური საკითხი. ღირს იკითხოთ, რა სახის საწმენდი საშუალებები გამოიყენება: სპეციალიზებული, სერტიფიცირებული და ანტიალერგიული ქიმია უზრუნველყოფს დაბინძურების სრულ მოხსნას ყველა შეხების წერტილიდან და გამორიცხავს ალერგიულ რეაქციებს.
გამჭვირვალე ფასწარმოქმნა
დაფარული გადასახდელები — ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემაა დაუდევარ სერვისებთან. კარგი პრაქტიკაა, ფასი წინასწარ იყოს ფიქსირებული და ნათლად განსაზღვრული, გაურკვეველი დამატებითი დარიცხვების გარეშე.
დახმარება გზაზე
ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, თუმცა ხშირად უგულებელყოფილი ფაქტორია — რა ხდება, თუ ავტომობილი გზაზე მოულოდნელად გაფუჭდება. საიმედო კომპანია გთავაზობთ 24/7 ტექნიკურ დახმარებას ქვეყნის მასშტაბით და პასუხისმგებლობას იღებს ყოველ ავტომობილზე, რომელსაც მომხმარებელი მართავს — ანუ არასდროს გტოვებთ საკუთარ თავზე მიტოვებულს.
დაზღვევა
ღირს გადაამოწმოთ, რა სახის დაზღვევის პაკეტებია შემოთავაზებული. მრავალფეროვანი და გასაგები დაზღვევის ვარიანტები დამატებით უსაფრთხოებას და თავდაჯერებულობას გაძლევთ მთელი მოგზაურობის განმავლობაში.
რატომ გვენდობა Autobiography
Autobiography-ის მიზანი ერთია — ყოველი მოგზაურობა გახდეს სასიამოვნო, ყოველგვარი უსიამოვნო მოგონებისა და შეცდომის გარეშე. ეს არის ჩვენი გუნდის ყოველი წევრის საზრუნავი და ბრენდის მთავარი პრინციპი, რომელსაც ზედმიწევნით ვასრულებთ — სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ არცერთი ჩვენი მომხმარებელი არასდროს დარჩენილა გზაზე მარტო და არცერთი ჩვენი ავტომობილი არასდროს გაფუჭებულა გზაზე. ეს შედეგი შრომატევადი და პასუხისმგებლიანია ჩვენთვის, მაგრამ ამავდროულად — საამაყოც.
დაჯავშნე ავტომობილი და აღმოაჩინე საქართველო!
