მანქანის ქირაობის ფასები თბილისში
რა ღირს თითოეული მანქანა
საბაზისო ფასები. კონკრეტულ თარიღებზე საბოლოო თანხას ჯავშნის ფორმა აჩვენებს.
| მანქანა | კლასი | დღე | 30 დღე | მძღოლით / დღე | დეპოზიტი |
|---|---|---|---|---|---|
| Ford Fusion SE | საშუალო კლასი | 100 ₾ | 3,000 ₾ | 400 ₾ | 100 ₾ |
| Ford Fusion Titanium PHEV | ჰიბრიდი | 100 ₾ | 3,000 ₾ | 400 ₾ | 100 ₾ |
| Range Rover Evoque | ლუქს SUV | 150 ₾ | 4,500 ₾ | — | 150 ₾ |
| Audi Q5 | ლუქს SUV | 200 ₾ | 6,000 ₾ | 500 ₾ | 200 ₾ |
| Land Rover Discovery Sport HSE | ლუქს SUV | 200 ₾ | 6,000 ₾ | 600 ₾ | 200 ₾ |
| Land Rover Discovery Sport SE | ლუქს SUV | 200 ₾ | 6,000 ₾ | 600 ₾ | 200 ₾ |
| Audi A6 2.0T Premium | ბიზნეს კლასი | — | — | 500 ₾ | — |
| BMW X6 xDrive35i | ლუქს SUV | — | — | 900 ₾ | — |
| Jaguar F-PACE Prestige | ლუქს SUV | — | — | 900 ₾ | — |
„—“ ნიშნავს, რომ ეს მანქანა ასე არ ქირავდება. მძღოლით ქირაობისას დეპოზიტი არ არის. ზოგი მოდელი მხოლოდ ტელეფონით ქირავდება: +995 514 460 460.
რა ღირს მანქანის მოყვანა
ბაგებში, ჩვენს ოფისში, აღება უფასოა. ადგილს ჯავშნის დროს ირჩევ.
| ადგილი | ფასი |
|---|---|
| თბილისი, ბაგები (ოფისი) | უფასო |
| თბილისის საერთაშორისო აეროპორტი | 30 ₾ |
| თბილისის რაიონები | 30 ₾ |
| თბილისი, დიდი დიღომი | 40 ₾ |
| მცხეთა | 60 ₾ |
| ქუთაისის აეროპორტი | 260 ₾ |
| ბათუმის აეროპორტი | 260 ₾ |
| რუსთავი | 60 ₾ |
| ბათუმი (ქალაქი) | 260 ₾ |
| ქუთაისი (ქალაქი) | 260 ₾ |
ფასი ერთ მიმართულებაზეა: ცალკე მიწოდებაზე და ცალკე დაბრუნებაზე.
რაზეა დამოკიდებული ფასი
სამი რამ ცვლის თანხას: მანქანის კლასი, თარიღები და ვადა. ზაფხული და საახალწლო დღეები ძვირია, შემოდგომაზე კი ფასი იკლებს, ამიტომ ერთი და იგივე Fusion ივლისსა და ოქტომბერში სხვადასხვა ღირს. სეზონურ ცვლილებას ჯავშნის ფორმა თავად ითვლის.
ვადაზე ფასდაკლება არ გვაქვს: დღის ფასი მრავლდება დღეების რაოდენობაზე. სამაგიეროდ 7 დღიდან დასუფთავება უფასოა. თვიან ქირაობაზე დეტალები გრძელვადიან ქირაობაში წერია.
გარბენი და შორი მარშრუტები
გარბენი ძირითადად ულიმიტოა. საბოლოოდ ეს მაინც მანძილზეა დამოკიდებული და იშვიათად ფასზეც მოქმედებს, ამიტომ შორ მარშრუტს წინასწარ გვითხარი.
რა შედის ფასში და რა არა
ცხრილი მხოლოდ ქირას აჩვენებს. დანარჩენი ჯავშნის ფორმაში ემატება.
შედის: აღება ბაგებში
აღება და დაბრუნება ოფისში უფასოა.
შედის: 2 საათი დაგვიანება
შემდეგ ყოველი დაწყებული საათი 10 ₾-ია.
ცალკე: დაზღვევის პაკეტი
პაკეტს და მის ფასს ჯავშნისას ირჩევ.
ცალკე: დასუფთავება 25 ₾
ერთხელ ჯავშანზე. 7 დღიდან უფასოა.
ცალკე: ბანკის საკომისიო 2.9%
გადახდა მხოლოდ ბარათით ხდება.
დასაბრუნებელი: დეპოზიტი
ბრუნდება იმავე ბარათზე, თუ ზიანი ან ჯარიმა არ არის.
მანქანები, რომლებსაც ყველაზე ხშირად ქირაობენ
მიმდინარე ფასი და თავისუფალი თარიღები მანქანის გვერდზეა.
თუ საჭე შენ არ გინდა
ხშირი კითხვები ფასებზე
რა ღირს ჯიპის ქირაობა თბილისში?
ყველაზე იაფი ოთხივე თვალზე წამყვანი ჯიპი ნაცრისფერი Range Rover Evoque-ია, 150 ₾ დღეში. Discovery Sport და Audi Q5 200 ₾ ღირს.
რომელია ყველაზე იაფი მანქანა?
Toyota Prius, 60 ₾ დღეში და 100 ₾ დეპოზიტით.
იცვლება თუ არა ფასი სეზონზე?
დიახ. ზაფხულში და საახალწლოდ ძვირია, შემოდგომაზე იაფი. თქვენს თარიღებზე ზუსტ თანხას ჯავშნის ფორმა აჩვენებს.
რამდენია დეპოზიტი?
მანქანის მიხედვით, მინიმუმ 100 ₾. ბრუნდება იმავე ბარათზე დაბრუნების შემდეგ. მძღოლით ქირაობისას დეპოზიტი არ არის.
რა ღირს მიწოდება თბილისის აეროპორტში?
30 ₾ ერთ მიმართულებაზე. ქუთაისისა და ბათუმის აეროპორტები 260 ₾-ია.
ნახე ფასი შენს თარიღებზე
აირჩიე თარიღები საიტზე ან მოგვწერე WhatsApp-ზე: +995 514 460 460.








