აღმოაჩინე საქართველო. ტურები · ტრანსფერები · მანქანის გაქირავება
Autobiography · თბილისი, ბაგები

გრძელვადიანი მანქანის იჯარა თბილისში

ერთი კვირა, ერთი თვე ან მეტი. ფასს ისე ვითვლით, როგორც მოკლე ქირაზე: დღის ფასი გამრავლებული დღეების რაოდენობაზე. 7 დღიდან დასუფთავების 25 ₾ აღარ გადაიხდება, Gold და Platinum ბარათებით კი თბილისში მიწოდებაც უფასოა.

დასუფთავება უფასოაჯავშანზე 7 დღიდან
გაგრძელება1–2 დღით ადრე გვითხარით
გარბენის ლიმიტის გარეშეFusion PHEV-სა და Evoque-ზე
Privileges ბარათი5–20% ქირის ფასზე

როგორ ითვლება ფასი, თუ მანქანა ერთი თვით გჭირდებათ

ცალკე „გრძელვადიანი ტარიფი“ საიტზე არ გვაქვს და არც საჭიროა რამის გამოცნობა. ჯავშნის ფორმა იღებს ავტომობილის დღის ფასს და ამრავლებს დღეების რაოდენობაზე. Toyota Prius დღეში 60 ₾ ღირს, ესე იგი 30 დღე 1 800 ₾ გამოდის. Ford Fusion 100 ₾-ად — 3 000 ₾. ჯამს ჯავშნამდე ხედავთ, დაზღვევისა და მიწოდების ჩათვლით.

თუ ერთ თვეზე მეტი გჭირდებათ, ან სამსახურისთვის კვარტალით ეძებთ მანქანას, მოგვწერეთ WhatsApp-ზე +995 514 460 460. თარიღებს ვნახავთ და პირდაპირ გეტყვით, რომელი მანქანა იქნება თავისუფალი მთელი ვადით.

რა იცვლება 7 დღის შემდეგ

მოკლე ჯავშანზე ყოველ ჯერზე 25 ₾ დასუფთავების საფასური ემატება. 7 დღიდან ის აღარ ითვლება. ეს პატარა თანხაა, მაგრამ ერთი თვის ჯავშანში ყველაზე ხშირად სწორედ ამაზე გვეკითხებიან.

მეორე, რაც გრძელ ქირაზე მნიშვნელოვანია, დაბრუნების დროა. ჩაბარების საათიდან 2 საათამდე დაგვიანება უფასოა, მერე ყოველ დაწყებულ საათზე 10 ₾ ემატება, 3 საათზე მეტი კი სრულ დღედ ითვლება. ამიტომ დაბრუნების საათი ისე აირჩიეთ, როგორც რეალურად გიწყობთ, და არა „დილის ცხრა“ ჩვევით.

გეგმები თუ შეგეცვალათ და მანქანა უფრო დიდხანს გჭირდებათ, 1–2 დღით ადრე გაგვაფრთხილეთ, წერილობით ან ონლაინ. სხვა შემთხვევაში შესაძლოა ის უკვე სხვას ჰქონდეს დაჯავშნილი თქვენი დაბრუნების მეორე დღიდან.

რომელი მანქანა ჯობია ერთი თვისთვის

თბილისში ყოველდღიური სიარულისთვის ყველაზე იაფი ვარიანტი Toyota Prius-ია: ჰიბრიდია და ქალაქის საცობში ეკონომიურად დადის. ცოტა მეტ სივრცეს თუ ეძებთ, აიღეთ Ford Fusion Titanium PHEV. ის დამტენი ჰიბრიდია, დაახლოებით 31 კმ დენზე გადის, საშუალოდ 6.2 ლიტრს ხარჯავს 100 კმ-ზე და გარბენის ლიმიტი არ აქვს. ასეთი სამი Fusion PHEV გვყავს და ორი Fusion SE, ყველა დღეში 100 ₾.

თვის განმავლობაში თუ ბაკურიანში, გუდაურში ან ყაზბეგში ასვლასაც აპირებთ, ზამთარში ოთხივე ბორბალზე წამყვანი მანქანა ჯობია. ამ ფასში ასეთია ნაცრისფერი Range Rover Evoque, დღეში 150 ₾, ასევე ულიმიტო გარბენით. Suzuki Vitara იგივე 150 ₾ ღირს. უფრო მაღალია, ვიდრე სედანი, თუმცა ჩვენს Vitara-ს წინა წამყვანი თვლები აქვს და თოვლიან უღელტეხილზე მას არ გირჩევთ. სხვა ეკონომიური ვარიანტები ეკონომ კლასის გვერდზე ნახეთ.

დეპოზიტი, დაზღვევა და გადახდა

ჯავშნის გაგზავნისას ბარათიდან არაფერი ჩამოიჭრება. ჯერ ჯავშანსა და დოკუმენტებს ვამოწმებთ, მერე SMS-ით და ელფოსტით გადახდის ბმულს გიგზავნით. გადახდა ერთიანად ხდება ბარათით, დეპოზიტის ჩათვლით. ბანკის საკომისიო 2.9%-ია. ერთი თვის ჯავშანზე ეს წინასწარ გადასახდელი საკმაოდ დიდი თანხაა, ამიტომ ბარათის ლიმიტი წინასწარ გადაამოწმეთ.

დეპოზიტი თითოეულ მანქანას თავისი აქვს. Prius-სა და Fusion-ზე 100 ₾-ია, Vitara-სა და Evoque-ზე 150 ₾. ქირის ხანგრძლივობაზე არ არის დამოკიდებული. მანქანას რომ დააბრუნებთ და ჯარიმა ან დაზიანება არ იქნება, იმავე ბარათზე დაგიბრუნდებათ. დაზღვევის პაკეტს ჯავშნის ფორმაში ირჩევთ, ნაგულისხმევად Full პაკეტი მონიშნული. მესამე პირის პასუხისმგებლობის დაზღვევა ყველა მანქანაზეა.

Autobiography Privileges გრძელ ჯავშანზე

Privileges ბარათს ჩვენი გუნდი ხელით გაძლევთ, როცა გადახდილი ქირის ჯამი დონეს მიაღწევს. Gold დონე 1 300 ₾-დან იწყება, ანუ ერთი თვე Prius-ით უკვე აღემატება მას. ფასდაკლება მომდევნო ჯავშნიდან მოქმედებს. თუ მეორე თვესაც ცალკე დაჯავშნით, ქირის ფასს Gold-ით 10%, Platinum-ით 15% აკლდება. ფასდაკლება დაზღვევაზე, მიწოდებასა და დეპოზიტზე არ ვრცელდება.

გრძელვადიანი ქირისას ბარათის მეორე პლიუსი მიწოდებაა. Gold ბარათით 7+ დღიან ჯავშანზე მანქანას თბილისის ფარგლებში უფასოდ მოგიყვანთ და წაგიყვანთ, Platinum-ით 5 დღიდან. ბარათის გარეშე ბაგებში, ოფისში აღება (წყნეთის გზატკეცილი 45, ღიაა 24 საათი) უფასოა, აეროპორტში ან ქალაქის უმეტეს უბანში მიწოდება 30 ₾ ღირს ცალ მხარეს. დეტალები Privileges-ის გვერდზეა.

თვის განმავლობაში: გზა, ქვეყანა, ტექნიკა

მანქანით მთელ საქართველოში შეგიძლიათ იმოგზაუროთ. საზღვრის გადაკვეთა ჩვენი წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე არ შეიძლება, off-road მგზავრობაც აკრძალულია. საწვავს იმავე დონეზე აბრუნებთ, რაზეც მიიღეთ. თუ გზაში რამე გაფუჭდა, თავად ნუ გააკეთებთ. დაგვირეკეთ, ხელშეკრულებით ჩვენთან შეთანხმების გარეშე შეკეთება არ შეიძლება.

ყველა მანქანა ავტოპარკის გვერდზე ფასებითა და ფილტრებით ნახეთ. თარიღებს თუ ჩაწერთ, მხოლოდ თავისუფალ მანქანებს დაგანახებთ.

მაგალითი

რა ღირს 30 დღე ქირის ფასით

უბრალო გამრავლება ავტომობილის დღიურ ფასზე, ისე როგორც ჯავშნის ფორმა ითვლის.

ავტომობილიდღე30 დღედეპოზიტი
Toyota Prius60 ₾1 800 ₾100 ₾
Ford Fusion SE / Titanium PHEV100 ₾3 000 ₾100 ₾
Range Rover Evoque (ნაცრისფერი)150 ₾4 500 ₾150 ₾

ცხრილში მხოლოდ ქირის ფასია. დაზღვევის პაკეტი, მიწოდება (თუ ოფისში არ იღებთ) და ბანკის 2.9% ცალკე ემატება. დეპოზიტი ავტომობილის დაბრუნების შემდეგ იმავე ბარათზე ბრუნდება. დასუფთავება 30 დღიან ჯავშანზე არ ითვლება.

ავტოპარკი

მანქანები, რომლებსაც თვით ქირაობენ ყველაზე ხშირად

ყველა ავტომობილი →

ეკონომიური ჰიბრიდები ქალაქისთვის და ორი კროსოვერი მათთვის, ვინც თვის განმავლობაში მთაშიც აპირებს ასვლას.

კითხვები

ხშირი კითხვები გრძელვადიან ქირაზე

ყველა კითხვა →
გაქვთ ცალკე თვიური ტარიფი?

საიტზე არა: ფასი არის დღის ფასი × დღეების რაოდენობა, 7 დღიდან დასუფთავების გარეშე. ერთ თვეზე მეტი ვადისთვის მოგვწერეთ WhatsApp-ზე +995 514 460 460.

რა ღირს Toyota Prius ერთი თვით?

30 დღე × 60 ₾ = 1 800 ₾ ქირის ფასი. ემატება დაზღვევის პაკეტი, მიწოდება (თუ ოფისში არ იღებთ) და ბანკის 2.9%. დეპოზიტი 100 ₾-ია და ბრუნდება.

როგორ გავაგრძელო ქირა?

1–2 დღით ადრე მოგვწერეთ, წერილობით ან ონლაინ, რომ მანქანა სხვამ არ დაჯავშნოს. ვადაზე გვიან დაბრუნება 2 საათამდე უფასოა, მერე საათში 10 ₾.

გარბენის ლიმიტი აქვს?

Ford Fusion Titanium PHEV-სა და Range Rover Evoque-ს ლიმიტი არ აქვს. სხვა მანქანებზე, თუ ლიმიტია, ავტომობილის გვერდზე წერია.

დეპოზიტი გრძელ ქირაზე უფრო დიდია?

არა. დეპოზიტი მანქანაზეა დამოკიდებული და არა ვადაზე: Prius-სა და Fusion-ზე 100 ₾, Vitara-სა და Evoque-ზე 150 ₾. Black Diamond ბარათის მფლობელები დეპოზიტს არ იხდიან.

თბილისი · ბაგები

მანქანა ერთი თვით? დაგვიწერეთ თარიღები

აირჩიეთ მანქანა საიტზე, ან WhatsApp-ზე მოგვწერეთ, რამდენი ხნით გჭირდებათ. გეტყვით, რომელი იქნება თავისუფალი მთელი ვადით.

მანქანა ერთი თვით? დაგვიწერეთ თარიღები